წყალტუბოს საფეხბურთო კლუბმა ,,სამგურალმა” თურქეთში პირველი

ამხანაგური მატჩი გამართა. მისი მეტოქე მოსკოვის ,,ლოკომოტივის” ახალგაზრდული გუნდი იყო. შეხვედრა ,,ლოკომოტივის” გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

წყალტუბოს ,,სამგურალი” თურქეთში კიდევ ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავს.   მომდევნო მეტოქე, 13 თებერვალს,  რუმინეთის ,,გლორიას”ნაკრები იქნება. 

,,სამგურალი” თურქეთში  21 თებერვლამდე ორკვირიან შეკრებას გაივლის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *