“ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ

მათი თქმით, მომხდარი ივანიშვილის წინასაარჩევნო გეგმის ნაწილია.

“სრული მხარდაჭერა გვინდა გამოვუცხადოთ გიგი უგულავასა და მთელ ოპოზიციურ სპექტრს, რადგან ოპოზიციის ლიდერების დაჭერა არ შეიძლება იყოს მხოლოდ კონკრეტული პარტიის დასჯისათვის გამიზნული. ეს არის მზადება იმისთვის, რასაც გეგმავს ოლიგარქი საარჩევნოდ,”-განაცხადა ენმ-ის ახალგაზრდული ფრთის წევრმა, ნინი თვალავაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლები ივანიშვილს მოუწოდებენ, გაითვალისწინოს საერთაშორისო თანამეგობრობისა და ამერიკელი კონგრესმენების შეშფოთება და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისათვის მოემზადოს.

ახალგაზრდული ფრთის წევრებმა სოლიდარობის გამოსახატავად “ევროპული საქართველოს” ოფისთან გადაინაცვლეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *