სამკერვალო კომპანია “ქუთექსის” ყოფილი თანამშრომლები 4 თვის სახელფასო

დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ. მათ დღეს აქცია ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან გამართეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი სასამართლოსაგან სამართლიან და დროულ გადაწყვეტილებას ელოდებიან.

“ვითხოვთ სასამართლოს სამართლიან გადაწყვეტილებას, რომ მოგვცენ ის კუთვნილი ანაზღაურება, რაც გამოვიმუშავეთ. სარჩელი შეტანილი გვაქვს გაუცემელ ხელფასზე, დანაკლისზე, კომპენსაციასა და საშვებულებო თანხაზე. გვინდა, რომ სასამართლომ დააჩქაროს გადაწყვეტილება, რადგან ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,”-ამბობენ აქციის მონაწილეები.  

ტექსტილის კომპანია “ქუთექსმა” 2019 წლის ივლისის თვიდან მუშაობა შეწყვიტა და უარი თქვა დასაქმებულთა მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე, მათ შორის, მათი ხელფასის ანაზღაურებაზე. ამჟამად, სასამართლოში “ქუთექსის” 84 თანამშრომელს სარჩელი აქვს წარდგენილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *