ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ იტალიიდან ჩამოფრენილი რეისის 4 პაციენტი

შეიყვანეს. როგორც კლინიკის მთავარი ექიმი, თემურ ნადირაძე ამბობს, პაციენტებს ტემპერატურა აღენიშნებოდათ. ექიმის განმარტებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ რესპირატორული დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა აქვთ. მგზავრებს ლაბორატორიული კვლევა უკვე ჩაუტარდათ და ლუგარის ლაბორატორიიდან ანალიზის პასუხები დღის ბოლოს იქნება ცნობილი.

კლინიკაში რჩევა ასევე იტალიიდან ჩამოფრენილი ერთი მგზავრი, რომელიც საავადმყოფოში გუშინ, დილის საათებში შევიდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *