ქუთაისში დაკარგული ტურისტის მშობლები გუშინ, გვიან ღამით ჩამოვიდნენ. როგორც

სასტუმროს ადმინისტრატორი, სადაც დაკარგული და მისი მეგობარი გაჩერდნენ, ამბობს სასტუმროში მივიდა ნიდერლანდების ელჩის მოადგილეც, რომელიც მშობლებს გაესაუბრა. ადმინისტრატორი დავით იონანიძე აცხადებს, რომ გაუჩინარებული ტურისტის მოძიების პროცესში მშობლებიც ჩაერთვნენ.

“დაკარგულის მშობლებმა გამოაკრეს პოსტერები და სოციალურ ქსელში ჯგუფიც შექმნეს. ეძებენ მოხალისეებს, რომ ქალაქში სამძებრო სამუშაოები თავადაც დაიწყონ. მშობლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მათი შვილი ქალაქგარეთ გავიდა. დაკარგულის დედა ვარაუდობს, რომ მისი შვილი ტყეშიც შესაძლოა წასულიყო, რადგან ბუნებაში სიარული უყვარს. ჩემი ინფორმაციით, ისინი პოლიციის განყოფილებაში წასვლას დღეს აპირებენ,”-ამბობს სასტუმროს ადმინისტრატორი, დავით იონანიძე.

დღეს დილიდან მდინარე რიონზე დაკარგულის სამძებრო სამუშაოები დაიწყო.

ნიდერლანდებიდან ჩამოსული ტურისტი 7 მარტს გაუჩინარდა. ის ქუთაისში მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *