იმერეთში, საირმის საკარანტინო ზონა დღეს 41-მა მოქალაქემ დატოვა. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” აცნობეს,

სამედიცინო შემოწმებამ დაადასტურა, რომ კარანტინში მყოფნი სრულიად ჯანმრთელები არიან და შეუძლიათ, საკუთარ სახლებში დაბრუნება.

კარანტინში მოთავსებული მოქალაქეების სახლში დაბრუნების პოროცესს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დაესწრო.  41-ვე მოქალაქეს სახელმწიფომ საკუთარ სახლებში სპეციალურად გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალებებით დააბრუნა.

საირმეს საკარანტინო ზონაში საფრანგეთიდან სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

სასტუმროებში, სადაც საკარანტინო სივრცეებია შექმნილი, განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ.

საკარანტინო პერიოდის დასრულებას საირმეში კიდევ 59 მოქალაქე ელოდება. მათ ვადა უახლოეს დღეებში ეწურებათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *