ზესტაფონში, სოფელ არგვეთის ტერიტორიაზე, ახალი საწარმო “ჯორჯიან მეტალი” შენდება.

აქ რკინის მადნიდან  არმატურის წარმოებას დაიწყებენ.

როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” იმერეთის სახელმწიფო რწმუნებლის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ახალი საწარმო, სამშენებლო ინდუსტრიისთვის 600 ათას ტონამდე პროდუქციის წარმოებას გეგმავს, რომლის რეალიზაციას, საქართველოს გარდა, რამდენიმე ქვეყანაში განახორციელებს.

ქარხნის მშენებლობაზე 50-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, ამოქმედების შემდეგ კი საწარმოში დაახლოებით 550 ადამიანი დასაქმდება.

ახალი ქარხნის მშენებლობის დასრულება 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *