კორონავირუსის პრევენციისათვის ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ქუთაისში, აგრარულმა ბაზრებმა მუშაობა შეაჩერა.

multicat=36 როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” ბაზრის დირექტორმა, ოლეგ არღვლიანმა განიცხადა, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარებულია და ელოდებიან შემდეგ მითითებებს.

,,ის რეკომედნაციები, რაც მოგვცეს გათვალისწინებულია.ველოდებით პასუხს. როდის განვაახლებთ მუშაობას ვადა არ დაუკონკრეტებიათ, მაგრამ ჩვენ ახლაც მზად ვართ განვაახლოთ მუშაობა. ყველა იმუშავებს პირბადეებით და ხელთათმანებით და მოუწევთ ჰიგიენური ნორმების დაცვა”.- განაცხადა ოლეგ არღვლიანმა.

როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ახალი კორონავირუსის გავრცელე ის პრევენციისა და არსებული რისკების თავიდან აცილების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის დავალებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებზე დაყრდნობით შეიმუშავა რეგულაციები, რომლებიც გულისხმობს აგრარული ბაზრების ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოების სისტემატიურად ჩატარებას, პერსონალისა და მომხმარებლის ჰიგიენური ნორმების დაცვას, პერსონალის ჯანმრთელობის მდომარეობის  მკაცრად გაკონტროლებას, მათი ხელთათმანებითა და პირბადეებით აღჭურვას, სადეზინფექციო საშუალებებისა და დეზობარიერეის განთავსებას, პერსონალსა და მომხარებელს შორის სოციალური დისტანციის დაცვას. 

აგრარული ბაზრების ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე, სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს მონიტორინგს და ობიექტი ფუნქციონირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ დადგენილ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *