2020 წლის 13 აპრილს “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის” ქუთაისის წარმომადგენლობის

ორგანიზებით ქუთაისი ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფარი და კრიზისული ცენტრი) საგანგებო მდგომარეობის დროს მუშაობის შესახებ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ონლაინ ვიდეოკონფერენციას ქუთაისი ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის უფროსი თამარ კეპულაძე გაუძღვა, რომელმაც ქვეყანაში არსებული საგანგებო და საკომენდატო მდგომარეობის პირობებში კრიზისული ცენტრის და თავშესაფრის მუშაობის რეჟიმის შესახებ ისაუბრა.

მან მონაწილეებს განუმარტა, რომ შესაძლებელია მსხვერპლთათვის მომსახურების გაწევა, როგორც კრიზისულ ცენტრში, ისე სატელეფონო კუნსულტაციით და ონლაინ რეჟიმში. ცენტრი შეზღუდვების გარეშე ფუნქციონირებს და მსხვერპლებს კვლავინდებურად შეუძლიათ მიმართონ ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცხელ ხაზს 116-006, სადაც 24/7 მიიღებენ მომახურებას. ასევე, შეუძლიათ მიმართონ 112-ს.

ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ქალთა უფლებებზე მომუშვე არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები, სტუდენტები და დაინტერესებული პირები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *