გაუმართავი ვებ გვერდები და არაადაპტირებული გარემო იმერეთის ოთხი მუნიციპალიტეტის პრობლემად რჩება.

ამის შესახებ დღეს გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს, სადაც იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის მუნიციპალიტეტებში საჯარო მართველობის რეფორმის საგზაო რუკის განხორციელების მონიტორინგის შედეგები წარადგინეს. იმერეთში ბაღდათის, ვანის, თერჯოლისა და ხონის მუნიციპალიტეტები შეისწავლეს. როგორც პროექტის ასისტენტმა, ფონდი ,,სოხუმის” წარმომადგენელმა გურანდა გვანცელაძემ განაცხადა,

,,მიუხედავად იმისა, რომ საგზაო რუკა პოპლარული არაა თვითმმართველობებში, დოკუმენტს იცნიბენ, მაგრამ მის დანერგვას ნაკლებად ცდილობენ. ინფორმაციის გამოთხოვაზე პრობელემბი არ ყოფილა. პრობლემები თითქმის ველა მუნიციპალიტეტისათვის ერთნაირია. ვებ გვერდებზე ყველა საჭირო ინფორმაცია არაა წარმოდგენილი, არცერთ მუნიციპალიტეტს არ აქვს ანტიკოპუფციული გეგმა ან ეთიკის კოდექსი, არ არის დანერგილი მონაწილეობითი ბიუჯეტირება და გენდერული ბიუჯეტირება, არ არსებობს თანამშრომლების განვითარების გეგმები, არ ქვეყნდება კონკრეტული სამსახურის მონიტორინგის ანგარიშები, ადაპტირებული გარემო არა მხოლოდ იმერეთის მუნიციპალიტეტების პრობლემაა.”- აღნიშნა გურანდა გვანცელაძემ.

პროექტის კოორდინატორის, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი “სპექტრის” წარმომადგენლის ქეთევან ცხაკაიას თქმით, რეკომენდაციები პროექტის ფარგლებში კვე შემუშავეულია და მუნიციპალიტეტებს გადაეგზავნებათ, რაც შეეხება მათი აღსრულების ვადებს პროექტში ჩართული არასამთავრობოები ადგილობრვი თვიუთმმართვეობების წარმომადგენლებთან ერთად მათი დანერგვის ვადებს შეიმუშავებენ.

ქეთევან ცხაკაიას თქმით, საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელება ფუნდამენტურ როლს თამაშობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

“საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების” თანახმად, ქვეყანამ თავის თავზე სიღრმისეული საჯარო მმართველობის რეფორმის გატარების ვალდებულება აიღო, რაც გამოიხატება ანგარიშვალდებული, ეფექტიანი, ინკლუზიური, გამჭვირვალე და პროფესიონალური საჯარო სამსახურის შექმნაში, რომლის განხორციელება ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ აქტიურ ფაზაში შევიდა. პროექტი გამიზნულია, დასავლეთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის შექმნის და გაძლიერების გზით, უზრუნველყოს საზოგადოების ჩართულობა და კონტროლი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და გურიის 8 მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების მონიტორინგის პროცესზე.”- აღნიშნა ქეთევან ცხაკაიამ.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, სამი მსგავსი მონიტორინგის განხორციელება, რაც საფუძვლად დაედება ადგილობრივ თვითმმართველობაში საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის, ადგილობრივი სამოქმედო გეგმის შემუშავებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *