ქუთაისში “გვირილობის” დღესასწაული არატრადიციულად

აღინიშნება. ორმაისობის დღის ზეიმი ბაგრატის ტაძრიდან ზარების დარეკვით დაიწყო. როგორც ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ერემეიშვილმა განაცხადა, წელს კორონავირუსის პანდემიის გამო, არამასშტაბური ღონისძიებები ჩატარდება.

​ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილიმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა მეეზოვე ქალბატონებს “გვირილობა” მიულოცეს.

,,ქალაქის ყოველი დილა სწორედ მეეზოვეების შრომით იწყება, ახლა კი, როცა ქვეყანა პანდემიას ებრძვის, მათი საქმიანობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია . ამიტომაც, წლევანდელი 2 მაისი მათთან სტუმრობით დაიწყო,”-განაცხადა დავით ერემეიშვილმა. ქუთაისელ მეეზოვე ქალბატონებს დავით ერემეიშვილმა და იოსებ ხახალეიშვილმა თაიგულები მიართვეს და ქალაქის სისუფთავესა და იერ-სახეზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადეს.

“გვირილობის” აღსანიშნავად ბიუჯეტში 100 000 ლარი იყო გამოყოფილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *