ქუთაისში წელს “გვირილობის” აღსანიშნავად ტრადიციული მასშტაბური ღონისძიებები აღარ გამართულა.

 

გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის გამო მიიღეს. მხოლოდ რამდენიმე არამასშტაბური ღონისძიება გაიმართა.  მაგალიათად, ,,გვირილობა” მიულოცეს  მეეზოვეებს. ​ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა განაცხადა, რომ  ,,ახლა კი, როცა ქვეყანა პანდემიას ებრძვის, მათი საქმიანობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანიაო”.

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა “სამი ოთარის” (ოთარ ქორქიას, ოთარ მამფორიას და ოთარ სულაბერიძის) ძეგლი გვირგვინებით შეამკეს.

,,გვირილობა” მიულოცეს ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკა “ლჯ და კომპანიის” თანამშრომლებს ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის, წითელი ჯვრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს. ექიმებს ყვავილები აჩუქეს, სიმღერა მიუძღვნეს და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს.

ქუთაისზე შესრულებული სიმღერითა და სიმბოლურად, გვირილების გადაცემით მიულოცეს ქუთაისობის დღესასწაული “კლინიკა ბომონდი”-ს სამედიცინო პერსონალს, სადაც ცხელების ცენტრია გახსნილი, ქუთაისელმა მომღერლებმა.

კლინიკის პერსონალის მიმართ მხარდაჭერისა და პატივისცემის ჟესტი ასევე, გვირილების გადაცემით გამოხატეს “წითელი ჯვრის” საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

დისტანციურად მიულოცეს  ,,გვირილობა” ქუთაისელებს მომღერლებმა.

ქუთაისში გვირილობის აღნიშვნა 1911 წლიდან იღებს სათავეს. გიმნაზიელი გოგონები, ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალოდ გვირილებს ჰყიდდნენ და ფულს აგროვებდნენ.

წელს დღესასწაულის აღსანიშნავად 100 ათასი ლარის დახარჯვა იგეგმებოდა.

მთავარი ფოტო: ვერონიკა გოგიაშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *