ქუთაისის უნივერსიტეტმა საქველმოქმედო პროექტი ,,გვირილობა 2020″ დაიწყო.

კერძო უმაღლესი სასწავლებლის გადაწყვეტილებით ქველმოქმედებაში ჩართვის მსურველებ, რომლებიც მინიმუმ 15 ლარს covid-19-ის ფონდში გადარიცხავენ, საჩუქრად ბრენდირებულ ჰუდებს გადასცემს. 

,,გვირილობა სათავეს იღებს ტუბერკულიოზით დაავადებულების დასახმარებლად დაწყებული საქველმოქმედო აქციიდან – ქუთაისელი გიმნაზიელი გოგონები სიმბოლურ ფასად ყიდდნენ გვირილებს და შეგროვებული თანხით მძიმე სენით დაავადებულებს ეხმარებოდნენ. დღესაც იგივე გამოწვევის წინაშე ვდგავართ , მხოლოდ განსახვავებულია დაავადების სახელი და სიმპტომები. ჩვენი მიზანი კი კვლავ იგივეა – დაავადების წინააღმდეგ გაერთიანება!

ქუთაისის უნივერსიტეტი საჩუქრად გადმოგცემთ ბრენდირებულ ჰუდებს, თუ მინიმუმ 15 ლარს covid-19–ის ფონდში გადარიცხავთ და წარმოგვიდგენთ დამადასტურებელ დოკუმენტს.” – წერია სასწავლებლის განცხადებაში. 

პროცედურის შესასრულებლად უნდა გამოიყენოთ ბმული: https://bit.ly/2z1WKiO

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *