რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. 

multicat=36 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო 1-ლი ივლისიდან – საქართველო იქნება მზად იმისთვის, მიიღოს უცხოელი ტურისტები.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს გაკეთდება როგორც სახმელეთო საზღვრებზე მეზობელ ქვეყნებთან უსაფრთხო დერეფნების შექმნით, ისე – უსაფრთხო დერეფნების შექმნის შესაძლებლობაზე მოლაპარაკებების თვალსაზრისით საქართველოსთვის ტურისტულად საინტერესო ქვეყნებთან.  პრემიერის განცხადებით, ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება  ქონების გადასახადისგან 2020 წლისთვის. გარდა ამისა, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების საშემოსავლო გადასახადები გადავადდება წლის ბოლომდე.  კრიზისის მართვის პირობებში 50 ნომრამდე სასტუმროებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას უკვე მოხდა. ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, დაუსუბსირდება საბანკო სესხის პროცენტის 80% სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე. 

,,ახალგაზრდა გიდების ასოციაციაში” ტურიზმის მიმართულებით მთავრობის მიერ დაგეგმილ აქტივობებს აფასებენ . ორგანიზაციის დამფუძნებლის, ლაშა ბერეკაშვილის თქმით, ,,მთავარი გზავნილი რაც იყო მნიშვნელოვანი არის ის, რომ 1 ივლისიდან იხსნება ტურიზმი.  რაც შეეხება დახმარების პაკეტებს, ეს იყო მიახლოებული იმასთან, რასაც ტურიზმის სექტორი მოითხოვს. პირველი ორნი ნაწილი ტურიზმის სექტორის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს ეხებოდა და მის მიღმა რჩებოდნენ  გიდები, მცირე მარნები, საოჯახო მეურნეობები და ა.შ. ვინც ჩართული არის ტურიზმის სექტორშიო.”

კითხვები ახლა გიდების დახმარების საკითხთან აქვთ. როგორ შეძლებენ ისინი დახმარების მიღებას და შესაძლებელი იქნება თუ არა მათი დასაქმება მანამ, სანამ ისინი საქმიანობის ჩვეულ გრაფიკს დაუბრუნდებიან. 

​,,პრეზენტაციამდე ერთი დღით ადრე გვქონდა საუბარი ეკონომიკის მინისტრთან, რომ ძალიან ბევრ გიდს აქვს სესხი და ყოფილიყო მათი გადავადება, ისევე როგორც სასტუმროების და რესტორნების შემთხვევაში. გიდებისაგან წამოვიდა ინიციატივა, სხვადასხვა პროგრამებში ყოფილიყო ინიცირებული გიდების ინიციატივები. ვერ აკეთებენ იდენტიფიცირებას ვისზე უნდა გაიცეს ეს დახმარება. არის გარკვეული მოსაზრება, რომ გიდები, რომლებიც იხდიდნენ გარკვეულ გადასახადებს, მათზე უნდა გაიცეს მხოლოდ. გიდები, რომლებიც არსად არ იყვენენ დასაქმებული, მუშაობდნენ როგორც ფრილანსერები და გარკვეულ ანაზღაურებას ტურისტებისგან იღებდნენ მათი იდენტიფიცირება როგორ უნდა მოახერხოს სახელმწიფომ. ეს არის ღიად დატოვებული პრობლემა და ამის გადაწყვეტასაც ველოდებით.”– განაცხადა ,,ახალგაზრდა გიდების ასოციაციის” დამფუძნებელმა ლაშა ბერეკაშვილმა. 

მათ გიდების ალტერნატიული დასაქმების იდეაც აქვთ. ფიქრობენ, რომ შესაძლოა ისინი მუზეუმებში და სხვადასხვა ტურისტულ ცენტრებში დასაქმდნენ.

შეგახსნებთ, ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის დახმარების მესამე ეტაპის ბიუჯეტი ჯამში 200 მილიონ ლარს შეადგენს.  დაგეგმილია 5 მილიონი ლარის გამოყოფა ტურისტული კომპანიებისა და გიდების მხარდაჭერის მიზნით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *