ქუთაისის მერიის ინიციატივით, სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის პანდემიის პირობებში,

სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები ხორციელდება. ქუთაისში უსინათლო და სმენადაქვეითებულებს კორონავირუსის საპრევენციო რეკომენდაციები და რჩევები აუდიო და ვიდეო ფაილების სახით გადასცეს. პროექტი   “ახალგაზრდულმა ცენტრმა”, “ქალთა ფონდის” მხარდაჭერით, განახორციელა.   

“ახალგაზრული ცენტრის” ხელმძღვანელმა ნატალი პატარიძემ, ქალაქის მერიის წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისში მცხოვრებ უსინათლოებს აღნიშნული მასალები თავად გადასცა. ვიდეოფაილები მიიღეს სმენადაქვეითებულებმაც.

,,იმერეთის რეგიონში ბენეფიციარებს დაურიგდებათ სპეციალურად მათთვის მომზადებული მასალა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ რეკომენდაციების დაცვა არის კარგი პრევენცია ახალი შტამით ინფიცირებისგან თავის დასაცავად.  ვთვლით, რომ ყველა მოქალაქისთვის უნდა იყოს ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი.” – განაცხადა ,,ახალგაზრდული ცენტრის” დირექტორმა ნატალი პატარიძემ. 

COVID 19 თან დაკავშირებულ ადაპტირებულ აუდიო და ვიდეოფაილებს იმერეთის მასშტაბით 2000-მდე ბენეფიციარი მიიღებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *