Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

ჯანდაცვა
ორსული, რომელსაც აფხაზეთში სამედიცინო დახმარებაზე უარი უთხრეს, კატასტროფის “ბრიგადამ ბომონდი”-ს ცხელების ცენტრში შეიყვანა
აფხაზეთის მკვიდრი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ორსულობისა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ექიმის დახმარება ესაჭიროებოდა, თუმცა ე.წ. საზღვარზე გადმოსვლას ვერ ახერხებდა, ქუთაისის კლინიკაშია მოთავსებული. 41 კვირის ორსული კატასტროფის ბრიგადამ " კლინიკა ბომონდი"-ს ცხელების ცენტრში გალიდან შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკის ადმინისტრაცია ავრცელებს. ახალგაზრდა ქალის გადმოყვანა ხელისუფლების ჩარევის შედეგად მოხერხდა.

"პაციენტი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა ექიმთან მისვლას ვერ ახერხებდა, რადგან ე.წ. საზღვარი ჩაკეტილი იყო, ხოლო ენგურის ხიდზე ფეხით გადმოსვლა არ შეეძლო. აქედან გამომდინარე, ითხოვდა დახმარებას. ჩვენ მაშინვე ჩავაყენეთ საქმის კურსში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ქალბატონი ქეთევან ბაკარაძე, რომლის უშუალო ჩარევით და ოპერატიული რეაგირებით მოხდა აღნიშნული პაციენტის კლინიკაში გადმოყვანა,"-ამბობს "კლინიკა ბომონდი"-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი მამუკა მიქაძე.

პაციენტის თქმით, აფხაზეთში ექიმებმა უარი თქვეს მის მიღებაზე იმ მიზეზით, რომ რთული პაციენტი იყო, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მაინც ამშობიარებდნენ და ახალშობილს რაიმე დასჭირდებოდა, აღნიშნულ საჭიროებას ვერ უზრუნველყოფდნენ.

კლინიკაში ჩატარებული კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების შედეგად, ორსულის მდგომარეობა დასტაბილურდა. ქალს უკვე ჩაუტარდა საკეისრო კვეთა. ამ ეტაპზე დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.
FaceBook Twitter Google
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 15 - 29 °C
img
ქუთაისი 15 - 28 °C
img
ბათუმი 16 - 21 °C
img
სოხუმი 16 - 25 °C
img
ფოთი 16 - 21 °C
img
თელავი 16 - 28 °C
img
მესტია 6 - 17 °C
img
ზუგდიდი 15 - 26 °C
img
ბორჯომი 11 - 27 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
უჩა მაჭარაშვილმა საჩხერეში ვაზის უძველესი ქართული ჯიშის აღდგენა დაიწყო
საჩხერეში, სოფელ მახათაურში უჩა მაჭარაშვილმა 2017 წელს ოჯახური ტრადიცია შემოსვალის წყაროდ აქცია.
18:49 / 05.05.2020