საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, წლის ბოლომდე სახელმწიფო

multicat=36 იპოთეკური სესხის სუბსიდირებას მოახდენს. ამის შესახებ მან Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის წარადგენისას განცხადა. 

“ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ზარალი რომელმაც მიიღო ეს გახლავთ დეველოპმენტი და მშენებლობა. ჩვენ უკვე შემუშავებული გვაქვს კონკრეტული გეგმა დეველოპერებისა და მშენებლებისთვის, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ კომპანიების დახმარება, ეს არის იმ ჩვენი მოქალაქეების დახმარება, რომლებსაც ან გადაწყვეტილი აქვთ, რომ ბინა შეიძინონ და ცხოვრების პირობები გაიუმჯობესონ ან ამ პროცესში შესული არიან, ან უკვე პირველადი შენატანი აქვთ გადახდილი, ან მათ უკვე დაიწყეს სამშენებლო კომპანიასთან მუშაობა და მათი ბინა სამშენებლო ეტაპზეა ყველა ასეთი რისკი სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაზღვეული. დღეიდან და წლის ბოლომდე სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც წლის ბოლომდე გადაწყვეტს იპოთეკური სესხის აღებას და მისი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სამი თვით სესხის გადავადების სერვისით ისარგებლა 600 000-მა ფიზიკურმა პირმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *