საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა. სასტუმროები

multicat=36 და განთავსების ობიექტები მუშაობის განახლების ნებართვას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებენ, რაც ინსპექტირებას გაივლიან და შრომის ინსპექცია შეამოწმებს მათ შესაბამისობას დადგენილ რეგულაციებთან.

ბიზნესსუბიექტების მოსაზრებების მაქსიმალური გათვალისწინების შედეგად შემუშავდა მოთხოვნები ტურისტული ტრანსპორტისთვისაც. რეგულაციების თანახმად, ტურისტული სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა 50%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

სარესტორნო ბიზნესის შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოციალური დისტანციის დაცვას. მაგიდებს შორის დისტანცია 2 მეტრით, ხოლო ერთ მაგიდასთან მსხდომთა მაქსიმალური რაოდენობა 6 ადამიანით განისაზღვრა, სტუმრებს შორის კი სავალდებულო იქნება 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა.

,,მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო პროცესში ჩართული იყვნენ კერძო სექტორის ყველა წარმომადგენელი. ჩვენთვის მთავარი იყო რეგულაციები არ ყოფილიყო რთულად აღასასრულებადი კერძო სექტორისთვის, მაგრამ რაც მთავარია ეს ყოფილიყო გარანტი იმ სოციალური დისტანციის და სხვა მიმართულების, რომელიც ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას.”- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *