ტყიბულის მუნიციპალიტეტში ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი საავტომობილო გზის

რეაბილიტაცია იგეგმება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. უნდა მოეწყოს 3 618 მ-ის, ორფენიანი ასფალტის საფარი, ლითონის მილები, რკ/ბეტონის კიუვეტები, რკ/ბეტონის კედლები, მიერთებები და გარე განათება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის სავარაუდო ხანგრძლივობა 8 თვეა. 

საავტომობილო გზის რეაბილიტაციისაათვის 2 მილიონ 192 ათას 684 ლარია განკუთვნილი. 

სატენდერო წინადადებების მიღება 5 ივნისს დაიწყება და 10 ივნისს დასრულდება. 

ცხრაჯვარის სალოცავი, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მდებარეობს. ყოველი წლის მაისის ბოლო შაბათს ცხრაჯვარობას აღნიშნავენ იმერეთში, განსაკუთრებით ტყიბულის მუნიციპალიტეტსა და მის სოფლებში.

სალოცავთან ახლოს უნიკალური მღვიმეა აღმოჩენილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *