პანდემიის პიროებებში სწავლის თანხის გადახდის გადავადებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

1500-მა სტუდენტმა ისარგებლა.  უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახა კუპატაძე ამბობს, რომ სტუდენტებს საშეღავათო პერიოდით სარგებლობა განცხადების დაწერის შემდეგ შეუძლიათ. თითოეული მათგანის საკითხის კი ფაკულტეტები ინდივიდუალურად განიხილავენ. 

,,პანდემიის პირობებიდან გამომდინარე მოხდა სწავლის გადასახადის გადავადება სტუდენტებისთვის გონივრულ ვადამდე. სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა ეტაპობრივად გადაიხადონ სწავლის საფასური. მაგალითად, თანხის ნაწილს იხდიან და ნაწილზე ითხოვენ გადავადებას. ამისათვის წერილობით მომართავენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. ამ შესაძლებლობით უკვე 1500-მა სტუდენტმა ისარგებლა და დღესაც შეუძლიათ ისარგებლონ.”- განაცხადა კახა კუპატაძემ. 

სასწავლო პროცესი კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყნის მასშტაბით, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს დისტანციურ რეჟიმში უწევთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *