ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო მე-14 რიგგარეშე

სხდომა გამართა. სხდომაზე განხილული საკითხების მიხედვით, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტს ჯ. რუსაძის, კ. გამსახურდიას ქუჩის მეექვსე შესახვევის, ნინოშვილის ქუჩის მეექვსე ჩიხის, მარჯანიშვილის პირველი შესახვევის და მამია ასათიანის ქუჩები დაემატება.

“ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო პროაქტიურად განიხილავს ყველა იმ საკითხს, რომელიც ქალაქის განვითარებას ეხება, ახალი პროექტებისთვის თანხების მოზიდვას და ბიზნეს სექტორისთვის საქმიანობის გამარტივებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გლობალური პანდემიის შედეგებთან ბრძოლა იყოს ეფექტიანი და დაანონსებულ ვადებში განვახორციელოთ ყველა დაგეგმილი და მიმდინარე პროექტი,”-განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შენგელიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *