რეკომენდაციების გათვალისწინებით თოჯინების თეატრმა მუშაობა შესაძლოა ვერ განაახლოს. როგორც ქუთაისის

თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან გაბრიჭიძე ამბობს, რეკომენდაციები მათთვის რთული შესასრულებელია. თეჯირში ორმეტრიანი დისტანციის დაცვა ვერ მოხერხდება, იგივე სიტუაციაა საგრიმიოროებსა და სარეპეტიციო ოთახებში. სპექტაკლის დროს დეკორაციების მინიმუმი უნდა გამოიყენონ, რაც ასევე რთულია. 

,,დისტანციის დაცვა სპექტაკლის დროს შეუძლებელია. მაშინ რეპერტუარიც უნდა შეიცვალოს მთლიანად. რეპეტიციებზეც კი რეგულაციებია. 10 კაცზე მეტი არ შეიძლება.  ეს არ არს სატელევიზიო სპექტაკლი ან დავუშვათ რადიო სპექტაკლი სადა ხმას და ინტონაციას აქვს მნიშვნელობა. 10 კაცი რომ თამაშობდა სპექტაკლს, გამოდის 5-მა უნდა შეასრულოს. ასე არ გამოდის, პერსონაჟები ხვდებიან ერთმანეთს. ერთი სიტყვით ამ თვალსაზრისით სრული ქაოსია.”- ამბობს ლევან გაბრიჭიძე.

თეატრს პრობლემები ფინანსურ ნაწილშიც ექმნება. სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, იწყება არა განვითარებაზე, არამედ გადარჩენისთვის ბრძოლა. 

,,ფინანსებზე ვეღარ ვიფიქრებთ, გაუჭირდებათ თეატრებს, განსაკუთრებით თოჯინების თეატრებს. ჩვენ 4 სპექტაკლს ვატარებდით ადგილზე ყოველი სპექტაკლის შემდეგ, რეგულაციის მიხედვით, უნდა შეიწამლოს დარბაზი. შეწამვლის შემდეგ განიავებას მინიმუმ 3 დღე უნდა. ჩვენ სპექტაკლებს შორის ყველაზე დიდი შესვენება 45 წუთია. როგორ აეწყობა სკოლებთან ურთიერთობა არც ეს ვიცით , არ ვიცით რა მდგომარეობა იქნება სკოლაში.”- განაცხადა ლევან გაბრიჭიძემ.

კორონავირუსის გამო ქუთაისის თოჯინების თეატრი, ისევე როგორც სხვა თეატრები მაყურებლებს სპექტაკლებს ონლაინ რეჟიმში სთავაზობენ.    

ფოტო:http://puppettheatre.ge/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *