ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ 19-ით კიდევ ერთი

პაციენტი მოათავსეს. 41 წლის ქალი ბათუმის ცხელების ცენტრიდან გადმოიყვანეს. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

კლინიკაში მკურნალობას კოვიდინფიცირებული 7 პაციენტი აგრძელებს. ქუთაისის ინფექციურში ჯამში 42 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა  2-ით გაიზარდა და  895 შეადგინა. 2-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და ამ დროისთვის 741-ს შეადგენს.

ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *