უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს

გადაწყვეტილებით, 20 ივნისიდან დამთვალიერებლისთვის მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები ეტაპობრივად გაიხსნება. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით მიიღო.

პირველ ეტაპზე გაიხსნება ის მუზეუმები, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს აკმაყოფილებს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფი მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების  დათვალიერების ტარიფები მცირდება. სააგენტოს ინფორმაციით, ცვლილება დროებით ქვეყნის ტურისტული პოტენციალის სტიმულირებისა და ტურიზმის ეკონომიკური ეფექტის ეტაპობრივი გაზრდის მიზნით განხორციელდა. 

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *