კორონავისურის პანდემიის გამო ვანში, სოფელ ჭყვიშში, გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების

სახლ-მუზეუმის დათვალიერება 1 ივლისიდან შეგეძლებათ.  ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ლილუაშვილის თქმით, მუზეუმი მზადაა და დამთვალიერებელს  შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებითა და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით უმასპინძლოს. 

მუზეუმი მოიცავს ორ საგამოფენო შენობასა და გალაკტიონისა და ტიციანის ისტორიულ სახლებს. აქ დაცულია გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების მემორიალური ნივთები, ძველბეჭდური წიგნები გალაკტიონის მამის ბიბლიოთეკიდან, მე -19 ს-ის თიხის ჭურჭელი, ნაქარგობის ნიმუშები, ქართველ მხატვართა გრაფიკოსთა და სკულპტორთა ნამუშევრები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *