ქუთაისში აბიტურიენტებმა ეროვნულ გამოცდებზე პირბადით დაშვება გააპროტესტეს.

როგორც როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, პირბადეები სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის.

ფილტვებში ახდენს ჟანგბადის კონცენტრაციის შემცირებას და CO-ს გაზრდას. რაც ნერვიულობის ფონზე დაახლოებით 50% ამცირებს ადეკვატური აზროვნების შესაძლებლობას.

,,ვითხოვთ გამოცდაზე პირბადეებით დაშვების გაუქმებას. არ ვართ რეგულაციების წინააღმდეგი, რეგისტრაციისას გვეკეთოს, მაგრამ გამოცდისას პირბადით მუშაობა შეუძლებელია. 50 პროცენტით ამცირებს ჟანგბადის მიწოდებას ტვინზე და იწვევს ჯანმრთელობის დაზიანებას. ვაპირებთ განცხადებით მივმართოთ როგორ განათლების სამინისტროს, ისე შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რომ პირბადეების გარეშე ვიყოთ გამოცდებზე.” – განაცხადეს აბიტურიენტებმა.

ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა გამოცდებისთვის მითითებები გამოსცა, რომელის მიხედვითაც აბიტურიებტებს მუდმივად უნდა ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *