ქუთაისში გიდები აქციას გამართავენ. “გიდები ქოლგებით”-ჩვენ ვარსებობთ ტურიზმით- ამ

დევიზით ისინი უნგრელი კოლეგების ფლეშმობს გამოეხმაურებიან. აქციის მონაწილეები ფერადი ქოლგებით შეიკრიბებიან და თანაქალაქელებს და ქალაქის სტუმრებს კოვიდ-19-ს გამო შეჩერებულ მონატრებულ მომსახურებას-გიდობას გაუწევენ სრულიად უსასყიდლოდ.

აქცია ერთდროულად საქართველოს სამ დიდ ქალაქში ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში გაიმართება.

“ფლეშმობ-აქციის მიზანია, გიდებმა მიიქციონ სახელმწიფოს ყურადღება, ხელი შეუწყონ შიდა ტურიზმის გააქტიურებას და გიდის როლის მნიშვნელობა აჩვენონ ხალხს და ქვეყანას, რომ ტურიზმი აბსტრაქტული სიტყვა არაა, რომ ტურიზმში ათასობით და ასიათასობით ადამიანია მხოლოდ საქართველოში დასაქმებული. ტურიზმის შეჩერებამ კი უამრავი პროფესიონალი და მათი ოჯახები დატოვა შემოსავლების გარეშე და თან სრულიად გაურკვეველი ვადით,”-ნათქვამია აქციის აღწერაში.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *