,,ახალგაზრდა გიდების ასოციაცია” გიდების კომპენსაციის რეგისტრაციის ერთი თვით გახანგრძლივებას ითხოვს.

multicat=36 ორგანიზაციის თავმჯომარის, ლაშა ბერეკაშვილის თქმით, გიდების კომპენსაციის რეგისტრაციის ვადა1 ივლისიდან 1 აგვისტომდე უნდა გადაიწიოს, ასევე უნდა დაჩქარდეს გიდებისთვის და ტურისტული სექტორის მხარდასაჭერი პროექტების დაწყება. 

,, ქვეყანაში და ტურისტულ სექტორში შექმნილი ახალი რეალობის გათვალისწინებით, თხოვნით მივმართავთ შესაბამის უწყებებს : 1 ივლისიდან დაგეგმილი საერთაშორისო ფრენების ერთი თვით გადადებასთან დაკავშირებით, გიდების კომპენსაციის რეგისტრაციის ვადა- 1 ივლისიდან გადაიწიოს 1 აგვისტომდე. გამოიყოს, ერთი პასუხისმგებელი უწყება ან სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფდა კომპენსაციების გაცემის დროს წარმოშობილ ტექნიკურ და სხვა სახის პრობლემების აღმოფხვრას. გადაიხედოს, არსებული ფინანსური დახმარების მოცულობა და მორგებული იქნეს ახალ რეალობასთან. დაჩქარდეს გიდებისთვის და ტურისტული სექტორის მხარდასაჭერი პროექტების დაწყება, რომელიც დაანონსებული იყო ,,აწარმოე საქართველოს ” ეგიდით 1 ივნისიდან. ტურისტულ ცენტრებსა და დეპარტამენტებში, ასევე მუზეუმებში შემუშავდეს გიდებისთვის დასაქმების სპეციალური სახელმწიფო პროგრამა,რომელიც ხელს შეუყობდა მათი გამოცდილებისა უნარების გამოყენებას კონკრეტულ მიმართულებებსა და საჭიროებებზე.”- ახადებენ ორგანიზაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *