საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, ქუთაისს პარლამენტში ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება.

საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენთ პარლამენტმა უკვე დაამტკიცა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნება.

ქუთაისს ამჟამად პარლამენტში სამი მაჟორიტარი დეპუტატი: გენადი მარგველაშილი, დიმიტრი მხეიძე და კობა ნარჩემაშვილი ჰყავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *