,,თავისუფალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გოგი წულაია სოციალური აგენტების ანაზღაურების

საკითხს ეხმაურება. მისი თქმით, სოციალურ სამსახურში მომუშავე პირების ანაზღაურება მათი შრომის შესაბამისი უნდა იყოს და მხოლოდ ენთუზიაზმე არ უნდა მუშაობდნენ.

,,რატომ ამუშავებენ მონურ პირობებში ისეთი საპასუხისმგებლო სამსახურის თანამშრომლებს, როგორიც სოციალური სამსახურია?არ უნდათ ზუსტი ციფრი იცოდნენ, არ უნდათ სიცოცხლით სავსე ავსებულებმა აკეთონ თავიანთი საქმე. სამაგიეროდ თავად იზრდიან ხელფასებს და შრომის ნაყოფიერება გაზრდილი აქვთ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუმში იმყოფებოდა, ქუთაისშიც აპირებს ჩამოსვლას და შემდეგ ზუგდიდში. მაქვს სურვილი შევხვდე და გავესაუბრო.”- განაცხადა გოგი წულაიამ სოციალური მოსახურეობის სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრთან. 

სოციალური აგენტები ითხოვენ: ხელფასის, სულ მცირე, საარსებო მინიმუმთან გათანაბრებას; ტრანსპორტის ხარჯების ანაზღაურებას; რეგიონების ტრანსპორტით უზრუნველყოფას; შრომის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უვადო ხელშეკრულებების დადებას; სოციალურ აგენტებთან კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას და სხვა. მათი ფიქსირებული ანაზღაურება 80 ლარს შეადგენს. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *