“მომდევნო კვირიდან დიდი ალბათობით, საქმიანობას გააგრძელებენ

საგამოფენო სივრცეები, ასევე დაშვებული იქნება ტრენინგებისა და კონფერენციების მოწყობა” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ვიზიტორები მოგვაკლდა, სხვადასხვა ორგანიზაციის ეგიდით ჩვენი მოქალაქეებისთვის ტრენინგების, კონფერენციებისა და საქმიანი შეხვედრების ჩატარების მოთხოვნა იყო.

“ჩვენ ვიმსჯელეთ და ვფიქრობთ, რომ სასტუმროების ეს მოთხოვნა რაციონალური და სამართლიანია. რა თქმა უნდა, ეს მოხდება წესების სრული დაცვით. პრაქტიკულად ჯანდაცვის სამინისტროს შემუშავებულ პროტოკოლებს მცირე დაზუსტება დასჭირდება და უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს ტრენინგ-პროგრამები გაგრძელდეს და ასევე სასტუმროებს დავეხმარებით, რომ არ დაკარგონ შესაძლებლობა, მოემსახურონ ასეთ ღონისძიებებს. საგამოფენო საქმიანობას რაც შეეხება, აქაც გახსნა მოხდება ასევე წესების დაცვით,”- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *