საქართველოს დამსახურებული არტისტი, კინოსა

და თეატრის მსახიობი გოვენ ჭეიშვილი გარდაიცვალა.

მთავარი როლები შეასრულა გ. პატარაიას ფილმებში “რეკორდი” (1972, ხუტა) და “კუჩხი ბედნიერი” (1976, კოჩია). გადაღებულია ფილმებში “ნეილონის ნაძვის ხე” (რ. ესაძე, 1985), “ლალე” (რ. ლორთქიფანიძე, 1985), “დამშვიდობება” (ზ. თუთბერიძე, 1987), “კირილეს ოდისეა” (დ. ბათიაშვილი, 1985), “ლომა” (ბ. რაჭველიშვილი, 1987), “ჩემი ბოშები” (ლ. გორდელაძე, 1987), “წითელი პატეფონი” (დ. აბაშიძე, 1995), “სამოთხის გვრიტები” (გ. ჩოხელი”, 1997, ეფრემა), “მიჯაჭვული რაინდები” (გ. ჩოხელი, 1999, ტოტია), “ჩემი ბედნირი ოჯახი” (ნ. ექვთიმიშვილი, ს, გროსი, 2016) და სხვ.

1996 წლიდან მუშაობს ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში.

“ქართულმა ხელოვნებამ კიდევ ერთი განუმეორებელი მსახიობი დაკარგა, საქართველოს დამსახურებული არტისტი, კინოსა და თეატრის მსახიობი გოვენ ჭეიშვილი (“ხუტა უფროსი”) იყო არა მარტო ნიჭიერი მსახიობი, არამედ ღირსეული ადამიანი, რომლის წასვლა დანაკლისი იქნება განურჩევლად ყველასთვის, ვინც პირადად იცნობდა და ვისაც მის მიერ შესრულებული როლები მოსწონდა და უყვარდა, ის დააკლდება ჩვენს იმერეთს, ქუთაისს, როგორც ძალიან კარგი ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალი. ალბათ, დიდი მადლია საჭირო და ცხოვრების გზის მინიმალური შეცდომებით გავლა, რომ ყველას გულში და მოგონებებში ისეთად დარჩე, როგორც გოვენ ჭეიშვილი დარჩება. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, თეატრალურ სამყაროს ღირსეული ადამიანის, შემოქმედის და მსახიობის გარდაცვალებას,”-აცხადებს იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე.

გოვენ ჭეიშვილს დღეს საფიჩხიის სასაფლაოზე მდებარე წმინდა სამების სახელობის ეკლესიიდან გამოასვენებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *