მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას

განცხადებით, კოვიდ 19-ის პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილი თვითდასაქმებულებისა და დასაქმებულებისათვის დახმარების მისაღებად რეგისტრაციის პროცესი გახანგრძლივდა. პრემიერის განმარტებით, პირებს, რომლებიც შემოსავლის გარეშე დარჩნენ, რეგისტრაციის გავლა 1-ლ აგვისტომდე შეეძლებათ და საჭიროების შემთხვევაში, ვადა კვლავ გახანგრძლივდება.

“ჩვენ გვქონდა გარდა დარგობრივი დახმარებისა, სოციალური დახმარების მთელი რიგი პაკეტი, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენი მოქალაქეების პირდაპირ ფინანსურ დახმარებას მათთვის, ვინც დაკარგა სამსახური ან მათთვის, ვინც თვითდასაქმებულები იყვნენ და ოჯახში შემოსავალი შეუმცირდათ ან საერთოდ დაკარგეს. მოგეხსენებათ, რომ ასეთი ადამიანების რეგისტრაციის ვადა არის ამოწურული, მაგრამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ეს ვადა პირველ აგვისტომდე გაგრძელდეს. ვინც დააგვიანა ან ვინც ვერ შეძლო ელემენტარულად საჭირო საბუთების მოგროვება, ამ ადამიანებისთვის ეს ვადა იქნება გახანგრძლივებული. თუ საჭირო იქნება, ვადას შემდგომაც გავაგრძელებთ,”-განმარტა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, 121 719-მა თვითდასაქმებულმა და 129 000-ზე მეტმა დასაქმებულმა მსგავსი დახმარებები მიიღეს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *