მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის GRETA ფარგლებში

multicat=36 ევროკავშირი, შვედეთთან და ავსტრიასთან ერთად აცხადებს საგრანტო კონკურსს სამთო ტურიზმის მხარდასაჭერად. კონკურსი ცხადდება მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერეს, ჭიათურას და ტყიბულის მუნიციპალიტეტებისთვის.

“პროექტი ასე დაიგეგმა თავიდან, რომ რვა მუნიციპალიტეტში უნდა განხორციელებულიყო.საოჯახო მეურნეობები შეიძლება განვითარდეს, ორგანული სოფლის მეურნეობა ასევე საოჯახო სასტუმროებთან ერთად. რეგიონს აქვს სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი. გასათვალისწინებელია, რომ პროექტის ფარგლებში არ ფინანსდება მშენებლობა. ანუ თუ დამწყებ ბიზნესი არის სასტუმროს აშენება, ვერ დავაფინანსებთ, მაგრამ თუ უკვე აქვს საოჯახო სასტუმრო და სჭირდება ტექნიკით, ავეჯით აღჭურვა და სხვადასხა ტურისტული პროდუქტების შექმნა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით მით უმეტეს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია დამწყები ბიზნესებიც დაფინანსდეს.” – განაცხადა რადიო ,,ძველ ქალაქთან” საუბრისას ტურიზმის პროექტის მენეჯერმა თამარ ჭელიძემ. 

ტურიზმის განვითარების ინიციატივის ფარგლებში, მხარდაჭერის მოცულობის დიაპაზონია 5 000-დან 50 000 ევროს ჩათვლით. აპლიკანტის მხრიდან თანადაფინანსება მთლიანი ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს უნდა შეადგენდეს. წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა განსაზღვრულია მინიმუმ 6 თვით და არ უნდა აჭარბებდეს 24 თვეს. ყველა დაგეგმილი აქტივობები დასრულებული უნდა იყოს 2022 წლის 30 სექტემბრამდე.

კონკურსის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *