ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს:

ოქროსფერი ფოთოლი”. კონკურსის მიზანია, ნიჭიერ ავტორთა გამოვლენა, ლიტერატურული პროცესების გააქტიურება, ქუთაისის კულტურულ – ლიტერატურული ტრადიციების შენარჩუნება – განახლება.

კონკურსის თემატიკა თავისუფალია. კონკურსანტთა ასაკი შეუზღუდავია.  კონკურსანტმა უნდა წარადგინოს ქართულ ენაზე დაწერილი ორიგინალური, ბეჭდვით გამოცემებსა და ინტერნეტ სივრცეში გამოუქვეყნებელი ერთი პოეტური ნაწარმოები (ლექსი, პოემა). ფორმატი შეზღუდული არ არის.  

ჟიურის შემადგენლობაში არიან თანამედროვე მწერლები, ლიტერატორები და საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლები.

საორგანიზაციო ჯგუფი არ მიიღებს ნაწარმოებს, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია და აქვს მდარე მხატვრული ღირებულება. დაწუნებული ნაწარმოების ავტორს ეცნობება საორგანიზაციო კომიტეტის მიერ.

საკონკურსო ნამუშევრების მიღება შეწყდება 18 ნოემბერს, ხოლო გამარჯვებულთა გამოვლენა – დაჯილდოება გაიმართება 18 დეკემბერს.
გამარჯვებულთათვის დაწესებულია ფულადი პრიზები:
I ადგილი – 250 ლარი;
II ადგილი – 150 ლარი;
III ადგილი – 100 ლარი;

ნომინაცია ,,ბიბლიოთეკის რჩეული” – 50 ლარი.

ფულადი პრიზის გარდა I ადგილის მფლობელი გახდება “ჭადრის ოქროსფერი ფოთლის” ლაურეატი და დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით, II და III ადგილების მფლობელებს გადაეცემათ დიპლომები.

საუკეთესო პოეტური ნაწარმოებები დაიბეჭდება ჟურნალ “განთიადში”. ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 18 ნოემბერი, 18:00 სთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *