ქუთაისის საკრებულოში ,,ევროპული საქართველოს” წევრს მერაბ მეშველიანს თანაპარტიელი

კოტე რატიანი შეცვლის. საკითხს უახლოეს საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. ის წლების წინ ქუთაისის ვიცე მერი და  შესყიდვების და  საგადასახადო სამსახურების ხელმძღვანელი იყო. კოტე რატიანი რადიო ,,ძველ ქალაქთან” საუბარში ამბობს, რომ ქალაქის პრობლემები კარგად იცის და კონკრეტულ საკითხებს საკრებულოზე აუცილებლად დააყენებს. 

,,მაქვს ძალიან ბევრი საკითხი, რომელსაც ჩემს გუნდთან ერთად გავივლი. აუცილებლად დავაყენებ ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე. ჩვენდა სამწუხაროდ პრობლემები ძალიან ბევრია. ხელისუფლება არაფერს აკეთებს მის მოსაგვარებლად. ამ ქალაქს წაართვეს ფუნქცია და ქალაქი დაპაუზებულია. ამიტომ ჩვენ გვექნება კონკრეტული ხედვა ქალაქთან და ქუთაისელებთან მიმართებაში.”- ამბობს კოტე რატიანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *