ქუთაისის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ნიკოლოზ ლატარიას

უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა. საკითხს დეპუტატებმა მხარი საკრებულოს სხდომაზე დაუჭირეს. როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შენგელიამ განაცხადა, ლატარია პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე წავიდა და ის საკრებულოში არც დეპუტატის რანგში რჩება. 

“ნიკოლოზ ლატარია ქალაქისათვის ბევრი მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილე იყო. მან გადაინაცვლა ბიზნეს სფეროში. მას არაერთი პროექტი უკავშირდება ბიზნესიდან ქალაქის მიმართულებით. მადლობა მას პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისთვის და წარმატებები ბიზნესის სფეროში,”-განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

თანამდებობის დატოვების შესახებ ლატარიამ განცხადება 3 დეკემბერს გააკეთა.

ნიკოლოზ ლატარია ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს 2017 წლის ნოემბრიდან იკავებდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *