ჭიათურაში “ჯორჯიან მანგანეზის” საკუთრებაში არსებული საბაგიროების მუშაობის

განახლებას ითხოვენ. მმართველობის მონიტორინგის ცენტრის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ნოდარ ჩაჩანიძის განცხადებით, ერთი წელია აღნიშნული საბაგიროები აღარ ფუნქციონირებს, კომპანია კი მის რეაბილიტაციაზე არ ფიქრობს.

“ერთი წელია, “ჯორჯიან მანგანეზის” საკუთრებაში არსებული 11 საბაგირო გაჩერებულია. საბაგიროები გასულ ზაფხულს რეაბილიტაციის მიზნით გააჩერეს. ამბობდნენ, რომ მოხდებოდა საბაგიროების რეაბილიტაცია და რეალურად, ეს იყო ტყუილი. მათი მიზანი იყო, რომ ეს საბაგიროები მოეშორებინათ საკუთრებიდან და გადაეცათ სახელმწიფოსთვის. დღეს უკვე ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადმოდის ეს საბაგიროები. არც ერთი მხარე არ საუბრობს, როდის შეიძლება აღდგეს საბაგირო გზები. თუ ჭიათურას საბაგირო გზები არ ექნა, ეს ნიშნავს რომ ქალაქი კვდება,”-ამბობს მმართველობის მონიტორინგის ცენტრის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

ჭიათურაში ე.წ მუნიციპალური საბაგიროები კი თითქმის 4 წელია გაჩერებულია. 4-ჯერ გადავადებული საბაგიროების რეაბილიტაციის დასრულებას მგფ შემოდგომაზე ვარაუდობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *