რაჭაში მაშველებმა დილიდან მუშაობა

განაახლეს. სამ ლოკაციაზე: ხიდეშლები-მაჟიეთი, ჯინჭვისი-გომი და ჟამიერეთის მონაკვეთებზე მოეწყო საბაგირო მაგისტრალები. საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენამდე, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, შესაძლებელი გახდა სოფლებში ჩარჩენილი მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების საგნებისა და საკვები პროდუქტების მიწოდება. საბაგირო მაგისტრალების მოწყობაში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე სამაშველო დრონები, რომლითაც ხდება მიუვალ ადგილას მაგისტრალის გასამართად აუცილებელი აღჭურვილობის მიტანა.

“აქტიურად ვმუშაობთ საგზაო ინფრასტრუქტურის აღსადგენათ, უკვე ჩართული გვყავს 17-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა და დამატებითი ტექნიკაც გზაშია. ამ დროისათვის, ველოდებით მდინარის დინების დასუსტებას, რათა შევძლოთ ერთდროულად მეტი ტექნიკის შეყვანა და უფრო აქტიური სამუშაოების წარმოება,”-განაცხადა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ქარსელაძემ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საპროექტო ჯგუფი, მეგზევეები და მეხიდეები სტიიქიის ზონაში არიან მობილიზებულები. ისინი პირველად ინფორმაციაზე დაყრდნობით მუშაობენ როგორც საპროექტო გადაწყვეტილებებზე, ისე შემდგომი პრევენციის გეგმაზე. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *