საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა

რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 1 455-ს შეადგენს. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე ვრცელდება. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 1 196-ია.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსით ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5943 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252.

რაც შეეხება ქუთაისს, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ამ დროისთვის 21 პაციენტი მკურნალობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *