აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო

წელი 14 სექტემბერს დაიწყება. უნივერსიტეტის ინფორმაციით, აწსუ-ში 100%-იანი გრანტით 16 აბიტურიენტი ჩაირიცხა. 19 აბიტურიენტი 70%-იანი დაფინანსებით, ხოლო 94 სტუდენტი 50% -იანი გრანტით. სულ უნივერსიტეტს 1701 პირველკურსელი ჰყავს.

2020-2021 სასწავლო წლის ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის უნივერსიტეტში ჩასარიცხმა აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები: სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი; პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (დედნის წარმოდგენით); 4 ცალი ფოტო სურათი 3X4-ზე (ელექტრონული ვერსია ); საგამოცდო ბარათი; ვაჟებისათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი- (დედნის წარდგინებით); სოციალურად დაუცველისა და იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) შემთხვევაში შესაბამისი მოწმობების ქსეროასლები.

აბიტურიენტი, რომელიც რეგისტრაციის გავლის მომენტში არ არის 18 წლის დამატებით უნდა წარმოადგინოს დაბადების მოწმობა და მისი ასლი. ამავე აბიტურიენტს უნდა ახლდეს ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენელი (დედა/მამა/მზრუნველი – პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად).

ადმინისტრაციული რეგისტრაცია (საბუთების მიღება) და ხელშეკრულებების გაფორმება იწარმოებს 2020 წლის 8 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *