,, ლეიბორისტული” პარტიის ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კიკვაძემ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა.

მერობის კანდიდატი ქუთაისში მცხოვრებლებს მნიშვნელოვან სოციალურ, საგანმანათლებლო და ადმინისტრაციულ რეფორმებს ჰპირდება.

 

,, ჩემი საარჩევნო პროგრამა 3 ძირითადი მიმართულებისგან შედგება: 1. ახალგარდობის ხელშეწყობა- სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები მიიღებენ ფართო სოციალურ შეღავათს, მათ დაუწესდებათ 50%-იანი შეაღავათი მუნიციპალურ ტრანსპორტზე. მათ ასევე ექნებათ გაორმაგებული საგანმანათლებლო პროგრამები ადგილობრივ თვითმმართველობის ბიუჯეტში. 2. საბიუჯეტო პოლიტიკის ცვლილება- ბიუჯეტში პრიორიტეტული და ნაკლებ პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, ადმინისტრაციული ხარჯების მინიმუმამდე შემცირება და სოციალური პროგრამების გამრავალფეროვნება. 3. დასაქმების ხელშეწყობის სტრატეტგიის შემუშავება- უმუშევრობა ქალაქის წინაშე მდგარი ერთ-ერთი გმოწვევაა. მის აღმოფრხვრაში თვითმმართველობის წილი დღეის მდგომარეობით არის ნული. მიმაჩნია რომ თვითმმართველობა უნდა გაიღოს მისი წილი რესურსი, მათ შორის ფინანასური კუთხით, რათა შემცირდეს უმუშევრობის დონე’’-ამბობს ირაკლი კიკვაძე.

ირაკლი კიკვაძე ქუთაისის მერობის კანდიდატად 26 სექტემბერს წარადგინეს. ქუთაისის მერობისთვის ის 2014 წლის არჩევნებშიც იბრძოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *