,,რიონის ხეობის მცველების’’ მხარდამჭერები პარლამენტის ყოფილ შენობასთან იკრიბებიან.

ისინი გუმათისკენ საპროტესტო მსვლელობას გამართავენ. აქციის მონაწილეები ,,რიონის ხეობის მცველებს’’ სოლიდარობას უცხადებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება რკინის ბარიკადების აღმართვით სამართლიანი პროტესტის ჩახშობას ცდილობს.

 

,,ვნახეთ რაც მოხდა გუშინ გუმათში, ეს იყო არასამართლებრივი და დაირღვა გამოხატვის თავისუფლება. ხელისუფლება პოლიციას  ხალხის წინააღმდეგ იყენებს. მივდივართ, რათა გვერდით დავუდგეთ რიონის ხეობის მცველებს,’’-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

13 აპრილს  რიონის ხეობაში პოლიციასა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირებას 6 ადამიანის დაკავება მოჰყვა. კომპანია ,,ენკას ოფისთან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე ნამოხვანისკენ მიმავალი ,,ენკას’’ ავტომობილები გამოჩნდნენ. აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს და აცხადებდნენ, რომ ავტომობილებს არ გაატარებდნენ. პოლიციამ აქტივისტები ძალის გამოყენებით დაშალა, 6 მათგანი კი დააკავა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *