საქართველოს ბაზარზე ოპერირებას დაბალბიუჯეტიანი

multicat=36 ყაზახური ავიაკომპანია “ფლაიარისტან” იწყებს. პირდაპირი ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყაზახეთის სამი ქალაქის მიმართულებით შესრულდება, ესენია: აქტაუ, ატირაუ და ნურ-სულთანი.

“2 მაისიდან ფრენები კვირაში 2 სიხშირით ქუთაისი-აქტაუ და ქუთაისი-ატირაუს მიმართულებით შესრულდება, 4 მაისიდან კი ქუთაისი-ნურ-სულთანის მიმართულებით განხორციელდება,”-აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

შეგახსენებთ, ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს კომპანიები “ვიზეარი” და “რაინეარი” ახორციელებენ. კოვიდ 19-ის გამო ფრენები შეჩერებული იყო და მთავრობა ფრენების აღდგენას აპრილის შუა რიცხვებიდან აანონსებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *