ნამოხვანჰესის მიწინააღმდეგეებმა აქციაზე შესაძლო პროვოკაციის განეიტრალების მიზნით დროებით გუმათის ადმინისტრაციულ ერთეულთან გადაინაცვლეს.

ვარლამ გოლეთიანს მერაბ ლომინაძის განცხადებაზე კომენტარი ვთხოვეთ, მისი თქმით ლომინაძესთან საქმიან ფორმატს არ განიხილავენ. თუმცა, თუ ლომინაძეს სურს, შეუძლია აქციას შემოურთდეს.

,,ორი პირობა გვაქვს : აიღონ ეს რკინის ფარდა, გაგვიშვან ჩვენ რომ შევძლოთ ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელება და შემდეგ, ჩვენ ვაყენებთ პორობებს ვის უნდა შევხვდეთ.
ჩვენი მიზანია, არ შევიდეს პროცესები ჩიხურ მდგომარეობაში მათ შორის ჩვენთვისაც, რომ დაიძაბოს პროცესები.

თუ გადმოდგამენ ნაბიჯებს გადმოდგამენ და სიტუაცია განიმუხტება, არ გადმოდგამენ და მიიღებენ იმას, რასაც მიიღებენ! “- ამბობს ვარლამ გოლეთიანი. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *