ახალი სასწავლო წელი საქართველოს სკოლებში და უმაღლეს პროფესიულ სასწავლებლებში დღეიდან დისტანციურად დაიწყო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის თქმით, სასწავლო წლის დისტანციურ ფორმატში დაწყება დროებითია და 4 ოქტომბრიდან იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4% ნაკლები იქნება, საგანმანათლებლო დაწესებულებები დასწრებულ ფორმატში გააგრძელებენ სწავლას.

“4 ოქტომბერს, იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები შეძლებენ დასწრებულ ფორმატზე გადასვლას”.- განაცხადა მინისტრმა

რაც შეეხება პირველ კლასელებს, განათლების მინისტრის თქმით, პირველი კლასელებს,  სწავლა 4 ოქტომბერს დაეწყებათ.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პირველ კლასელებს თავიანთი სასკოლო გამოცდილება, მათი პირველი გაკვეთილები ჩაუტარდეთ ბუნებრივ სასკოლო გარემოში, შესაბამისად, პირველკლასელები სწავლას 4 ოქტომბერს დაიწყებენ იმ სკოლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება ნაკლები,” – აცხადებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.

მინისტრმა ასევე ისაუბრა პედაგოგთა და მშობელთა იმუნიზაციის შესახებ. მისი თქმით, მიზნის მისაღწევად აუცილებელია ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების დაცვა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაშიც ისარგებლებენ შეღავათიანი მობილური ინტერნეტ-პაკეტით.

დღეიდან, ასევე განახლდა განათლების სამინისტროს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტი “ტელესკოლა”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *