საბერძნეთმა ევროკავშირის სანქციების ფარგლებში რუსული ტანკერი დააკავა კუნძულ ევიას სამხრეთ სანაპიროსთან.

ინფორმაცია CNN-ს ქვეყნის საზღვაო საქმეთა და კუნძულოვანი პოლიტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა დაუდასტურა.

პეგასი – ნედლი ნავთობის ტანკერი, რომელიც ცურავდა რუსეთის დროშით, ეკიპაჟის 19 რუსი წევრით, ქალაქ კარისტოსთან 15 აპრილს დააკავეს. 

უწყებამ განმარტა, რომ ხელისუფლებამ დააკავა გემი, მაგრამ ტვირთის კონფისკაცია არ მომხდარა.

ცნობისთვის, ევროკავშირის უახლესი სანქციების პაკეტი, რომელიც ამ თვის დასაწყისში გამოცხადდა, მოიცავს ევროკავშირის პორტების დახურვას რუსული გემებისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *