გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის „ქუთაისის დაბალემისიიანი განვითარება ურბანული დაგეგმარების გზით“ მიზნების, აქტივობებისა და სამუშაო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის მოსალოდნელ შედეგებსა და თანამშრომლობის გზებზე იმსჯელეს. პროექტის „ქუთაისის დაბალემისიიანი განვითარება ურბანული დაგეგმარების გზით“ მიზანია ქალაქ ქუთაისის ურბანული განვითარებისთვის ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნა, ინვესტიციების მოზიდვა დაბალემისიიანი ტრანსპორტისა და მიწის მდგრადი მართვის საუკეთესო პრაქტიკის სადემონსტრაციოდ.

„პროექტის ფარგლებში, განხორციელდება აქტივობები. ქუთაისისთვის მწვანე ქალაქის განვითარების გეგმა და სტრატეგია შეიქმნება, მოეწყობა ველობილიკები. იგეგმება თანამედროვე ავტობუსების შეძენა, რაც შიდა სატრანსპორტო ქსელის განვითარებას შეუწყობს ხელს. ასევე, ქუთაისის მიმდებარედ, 700 ჰა ფართობის ტყის აღდგენა განხორციელდება, რაც ეკოსისტემების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია. მუნიციპალურ დონეზე ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით მსგავსი ტიპის პროექტების ინიცირება სამომავლოდაც გაგრძელდება, რაც მწვანე ინიციატივების განხორციელებას და წახალისებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.

პრეზენტაციას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდა.

პროექტის „ქუთაისის დაბალემისიიანი განვითარება ურბანული დაგეგმარების გზით“ მიზანია ქალაქ ქუთაისის ურბანული განვითარებისთვის ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნა, ინვესტიციების მოზიდვა დაბალემისიიანი ტრანსპორტისა და მიწის მდგრადი მართვის საუკეთესო პრაქტიკის სადემონსტრაციოდ.

„ქუთაისის დაბალემისიიანი განვითარება ურბანული დაგეგმარების გზით“ სამწლიანი პროექტია (2022-2025), რომელსაც გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (UNDP) აფინანსებს და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მიერ კავკასიის გარემოსდაცვითი რეგიონული ცენტრის (REC- Caucasus) მეშვეობით ხორციელდება. პროექტის უშუალო ბენეფიციარია ქუთაისის მერია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *