21 აპრილი: დადასტურდა კორონავირუსის 223 ახალი შემთხვევა, არავინ გარდაცვლილა
21 აპრილს გამოვლინდა ინფიცირების 223 ახალი შემთხვევა,
გამოჯანმრთელდა — 399, არავინ გარდაცვლილა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული
შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 653 915-ს,
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 634 990-მდე, ხოლო პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 794 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 223 ახალი შემთხვევა
რეგიონებში ასე გადანაწილდა:
თბილისი — 114;
აჭარა — 7;
იმერეთი — 26;
ქვემო ქართლი — 10;
შიდა ქართლი — 16;
გურია — 11;
სამეგრელო-ზემო სვანეთი — 8;
კახეთი — 16;
მცხეთა-მთიანეთი — 11;
სამცხე-ჯავახეთი — 3;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 105 საიდანაც,
341 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, რეანიმაციულ
განყოფილებაშია — 76. 1 764 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე.
მასალის გამოყენების პირობები