უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ შეუძლიათ მარიუპოლის ალყის სამხედრო გზით მოხსნა, რადგან 120 კილომეტრის გავლის საშუალებას ჩვენ არ აძლევს რუსული ტექნიკა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ფრანგულ ტელეარხ BFM TV-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„საქმე საათებშია – ეს სიმართლეა, რადგან ჩვენ არ ვიცით, რამდენ საათსა თუ დღეს გაძლებენ მებრძოლები. რაც შეეხება ჩვენს ჯარს – ოკუპირებული 120 კილომეტრის გავლის საშუალებას ჩვენ არ გვაძლევს რუსული ტექნიკა, რათა მარიუპოლის ბლოკადა მოვხსნათ. ეს სიმართლეა, ჩვენ დღეს ამის გაკეთება არ შეგვიძლია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ მარიუპოლის ბლოკადა უფრო მეტად ჰგავს არა ომს, არამედ ტერორისტულ ოპერაციას რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რადგან ქალაქში უკრაინის დამცველების გარდა არიან ბავშვები და მოხუცები.

„იქ განადგურებულია ყველაფერი – შენობების 95-98%“,- განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ საუბარი ეხება სკოლებს, საბავშვო ბაღებს, საცხოვრებელ კვარტლებს, ქარხნებსა და სხვა მსგავს შენობებს.
„თუ იქ 3-4 % რამე გადარჩა, ესეც მაქსიმუმია“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *